Accentnews.ge
კობახიძე უნგრეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

კობახიძე უნგრეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

05/11/2024 12:06:23 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველად გაემგზავრება უცხოეთში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძე 7 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

"ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემაა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები.

სამიტის ფარგლებში გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები მიგრაციისა და ეკონომიკური უსაფრთხოების, დაკავშირებადობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გლობალური ვაჭრობის შესახებ.

დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა“, - აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

კობახიძესთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S