Accentnews.ge
პრეზიდენტის ძმა აქციაზე ფერეიდნელ ქართველებთან ერთად მივიდა

პრეზიდენტის ძმა აქციაზე ფერეიდნელ ქართველებთან ერთად მივიდა

05/11/2024 11:51:57 პოლიტიკა, საზოგადოება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმა ოთარ ზურაბიშვილი სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფერეიდნელ ქართველებთან ერთად მივიდა.

მან ხაზი გაუსვა, რომ უსამართლობაა, როდესაც ისინი ვერ ახერხებენ, მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა.

ფერეიდნელი ქართველები - თუ ეს არაა უსამართლობა, მაშ რაა?! ესეც არის უსამართლობა! ვერ იღებენ მოქალაქეობას. და ეს პრობლემაა არა მხოლოდ ფერეიდნელი ქართველებისთვის, არამედ ბევრი ქართველისთვის უცხოეთში. უსამართლობაა არა მხოლოდ ხმების მოპარვა, არამედ მოქალაქეობის არმიცემაც - ეს მთავარი საკითხია!",- თქვა ზურაბიშვილმა.

ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს. მოთხოვნა საარჩევნო დავებზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაა. როგორც ცნობილი გახდა, ამ დავებზე დღეისთვის ჩანიშული პროცესები ხვალისთვის გადაიდო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S