Playboy-ს მოდელი, ავტომრბოლელი ინესა ტუშკანოვა საქართველოში არ შემოუშვეს
05/11/2024 07:57:14 პოლიტიკა
Playboy-ს მოდელი, ავტომრბოლელი ინესა ტუშკანოვა საქართველოში არ შემოუშვეს.
უკრაინელი მოდელი თბილისში სტამბოლიდან ჩამოფრინდა, თუმცა აეროპორტში უკან გააბრუნეს და ისევე, როგორც ბოლო დროს რუს ოპოზიციონერებსა და აქტივისტებს, უარის დამადასტურებელ დოკუმენტში "სხვა მიზეზები" მიუთითეს.
აღსანიშნავია, რომ ტუშკანოვას საკუთარი პოლიტიკური გემოვნების შესახებ ღიად არასოდეს განუცხადებია და ამ კუთხით აქტიური არ ყოფილა.
"თბილისში მეგობრებმა მომიწვიეს უბრალოდ ერთად დასასვენებლად. ადრეც რამდენჯერმე ვარ აქ ნამყოფი და მსგავსი პრობლემები არც ერთ ჯერზე არ შემქმნია. რა მოხდა ამჯერად - არ ვიცი. უარის არგუმენტად "სხვა მიზეზებია" აღნიშნული" - განუცხადა ჟურნალისტებს მოდელმა.
ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროიდან დღემდე საქართველოში პუტინის რეჟიმის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების, აქტივისტების, მწერლების, ჟურნალისტების, მსახიობების არშემოშვების შემთხვევები გახშირდა.


