Accentnews.ge
პაპუაშვილი გუშინ თბილისში გამართულ საპროტესტო მსვლელობას "ქუჩაში სეირნობას" უწოდებს

პაპუაშვილი გუშინ თბილისში გამართულ საპროტესტო მსვლელობას "ქუჩაში სეირნობას" უწოდებს

05/11/2024 07:24:35 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გუშინ თბილისში გამართულ საპროტესტო მსვლელობას "ქუჩაში სეირნობას" უწოდებს.

"გუშინ, საკადრისი პასუხი მიიღეს საკუთარი მხარდამჭერებისგან იმ რიცხოვნობით რომელიც დაინახეს ბოლოს აქციაზე. ნახეთ, ბოლოს დაიშალნენ და გადავიდნენ ქუჩაში სეირნობაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის: 4 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის წინ ოპოზიციის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიმართეს და სამოქმედო გეგმა გააცნეს.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ ოპოზიციის სტრატეგიის 3 ძირითადი მიმართულება დაასახელა:

  • "ჩვენს სტრატეგიას აქვს სამი ძირითადი მიმართულება: 1. ჯერ კიდევ ვინმე თუ დარჩა ამ ქვეყანაში, ვისაც არ სჯერა იმის, რაც მოხდა, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ იქნებ სადმე „ოცნებამ“ სამართლიანად გაიმარჯვა, ყველასთან უნდა მივიტანოთ, ვაჩვენოთ და გავაგებინოთ ის გაყალბება, მაქინაცია, „რუსული ომის“ გეგმა, რომელიც ამ მთავრობამ შეასრულა;
  • მეორე არის ის, რომ მსოფლიო დემოკრატიულმა, ცივილურმა სამყარომ არ უნდა აღიაროს ამ არჩევნების ის შედეგები, რომელსაც ცესკო აქვეყნებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან წარმატებულად ვმუშაობთ პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი. ჯერ არ ყოფილა არცერთი დემოკრატი ლიდერი, რომელიც გამოვიდოდა და მიულოცავდა ამ მთავრობას გამარჯვებას, რაც ძალიან დიდი მიღწევა;
  • მესამე ყველაზე მთავარი არის წინააღმდეგობა, სამოქალაქო აქტივობა, გარეთ ყოფნა - არამხოლოდ რუსთაველზე, არამედ ყველგან, სადაც შეიძლება შევიკრიბოთ და ერთმანეთს გავაგებინოთ ჩვენი ხმა. ეს არის ბრძოლა აუდიტორიაში, ხელოვნებით და ყველგან, სადაც ადამიანებს შეგვიძლია ადამიანიანებს, რომ ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ. სამოქალაქო და დემოკრატიული წინააღმდეგობა არის ამ ბრძოლის ღერძი. თუ ჩვენ ვიქნებით 1000 ვერაფერს მივაღწევთ. თუ ჩვენ ვიქნებით ათი ათასი, ვერაფერს მივაღწევთ, მაგრამ თუ ვიქნებით 100 ათასი და მეტი, ყველაფერი გამოგვივა“.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს ის ძირითადი პრინციპები გააცნო, რომელზეც, მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში გაშლიან.

მისივე თქმით, პირველი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებაა.

  • "ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას.
  • არ ვაღიარებთ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას.
  • დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში. ყოველი შემდეგი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე და უფრო და უფრო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული.
  • ვაგრძელებთ მტკიცებულებების თავმოყრას და სრულფასოვნად საერთაშორისო გამოძიებისთვის ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას, რომ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S