Accentnews.ge
მილერი: ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ

მილერი: ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ

05/11/2024 06:32:52 პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდით დგას.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, ევროპულ და ატლანტიკურ პარტნიორებთან ინტეგრაციის გაგრძელებას. მნიშვნელოვანი ოდენობის დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვუწევთ, გადახედვის ქვეშ არის და ჩვენ აღნიშნული დახმარების 95 მილიონი დოლარი შევაჩერეთ, იმ ნაბიჯების გამო, რომელიც ვნახეთ, რომ მათ გადადგეს. ჩვენ გავაგრძელებთ, განვიხილოთ არის თუ არა დამატებითი ზომები, რომლებიც სათანადო იქნება და თუ ასე იქნება, ჩვენ მათი გამოყენება არ მოგვერიდება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა უარი განაცხადა, კომენტარი გაეკეთებინა შესაძლო დამატებითი სანქციების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S