თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაში გრეტა ტუნბერგიც მონაწილეობს
04/11/2024 17:45:59 პოლიტიკა
დღეს საღამოს თბილისში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციაში მსოფლიოში ცნობილი შვედი ეკო-აქტივისტი გრეტა ტუნბერგიც მონაწილეობს.
მან სოლიდარობა გამოუცხადა რიგით მოქალაქეებსა და აქტივისტებს, რომლებიც, ტუნბერგის თქით, საკუთარი ძირითადი უფლებების დასაცავად იბრძვიან.
"აქ ვარ, რათა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვხატო აქტივისტებისა და რიგითი მოქალაქეებისადმი, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ძირთადი უფლებების - თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიის დასაცავად. აღმაშფოთებელია განვითარება, რომელსაც დღეს საქართველოში ვადევნებთ თვალს და მე უდიდესი პატივისცემით ვარ განწყობილი ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ყოველ ჯერზე გადის ქუჩაში, ყოველ ჯერზე იყენებს დემონსტრაციის ჩატარების კანონიერ უფლებას მიმდინარე ვითარებისადმი პროტესტის გამოსახატად, მიუხედავად დევნა-შევიწროებისა" - განაცხადა ტუნბერგმა.


