Accentnews.ge
ოპოზიციის ლიდერები და აქციის მონაწილეები მსვლელობით ბარათაშვილის ხიდისკენ დაიძრნენ, სადაც „გამაფრთხილებელი პიკეტირება“ მოეწყობა

ოპოზიციის ლიდერები და აქციის მონაწილეები მსვლელობით ბარათაშვილის ხიდისკენ დაიძრნენ, სადაც „გამაფრთხილებელი პიკეტირება“ მოეწყობა

04/11/2024 17:23:56 საზოგადოება

პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ოპოზიციონერი ლიდერები და აქციის მონაწილეები მსვლელობით ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით დაიძრნენ.

აქციის მონაწილეებს მსვლელობის ინიციატივით „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მიმართა.

“თავიდანვე გითხარით, რომ ვართ გრძელვადიან ბრძოლაში და ხელისუფლებას უნდა ვანახოთ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი. მოგმართავთ, რომ დავიძრათ და გამაფრთხილებელი პიკეტირება გავაკეთოთ ბარათაშვილის მხარეს, მხოლოდ მოძრაობით და მხოლოდ ასეთი მოქმედებით შევძლებთ, რომ გამოვაფხიზლოთ მთელი ქალაქი, რომელმაც მოიგო არჩევნები. მე და ჩემი მეგობრები გაგიძღვებით, არ იქნებით მარტო” - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რუსთაველის გამზირზე გამართულ დემონსტრაციაზე პოლიტიკურმა ლიდერებმა მოქალაქეებს გააცნეს სამოქმედო გეგმა და მთავარი პრინციპები, რაზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.

ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ოპოზიცია ყოველდღიურად გეგმავს აქციების გამართვას. 5 ნოემბერს, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან იგეგმება დემონსტრაციის ჩატარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S