Accentnews.ge
ევროკომისიის პრეზიდენტი: თუ საქართველოს სურს, შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირის მიმართულებით, გვჭირდება კონკრეტული ქმედებები [ქვეყნის] ხელმძღვანელობის მხრიდან

ევროკომისიის პრეზიდენტი: თუ საქართველოს სურს, შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირის მიმართულებით, გვჭირდება კონკრეტული ქმედებები [ქვეყნის] ხელმძღვანელობის მხრიდან

04/11/2024 14:07:33 პოლიტიკა

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

"ცოტა ხნის წინ ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. [საქრთველოში 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენო] არჩევნების შემდეგ ვითარება კვლავ შემაშფოთებელია. თუ საქართველოს სურს, შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედებები [ქვეყნის] ხელმძღვანელობის მხრიდან. გაფართოებოს შესახებ ანგარიშში ეს გზა გაწერილია" , – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

30 ოქტომბერს ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, თუ საქართველო კურსს არ შეცვლის, ევროკომისია ვერ გასცემს რეკომენდაციას, განიხილონ მოლაპარაკებების დაწყება.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად ევროკომისია ქვეყნის ხელისუფლებას რამდენიმე პირობას უყენებს:

  • "საქართველო უნდა დაუბრუნდეს 9 პრიორიტეტის განხორციელებას.
  • საქართველომ უნდა გააუქმოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი;
  • საქართველომ უნდა გააუქმოს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი.
  • საქართველომ თავი უნდა შეიკავოს სხვა ისეთი ქმედებებისგან, რაც ძირს უთხრის კანონის უზენაესობის და ფუნდამენტური უფლებების დაცვას.
  • საქართველომ ასევე უნდა განაახლოს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
  • საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან რჩება დაბალი. ევროკავშირს მიერ რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებთან არმიერთების მიუხედავად, საქართველომ ძალისხმევა გასწია სანქციებისთვის გვერდის ავლის აღსაკვეთად.
  • ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ და ამის ნაცვლად გააძლიეროს ქმედებები დეზინფორმაციასთან საბრძოლველად და მტრული პოლიტიკური რიტორიკის დასაძლევად.
  • ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მედიის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების და აქტივისტების წინააღმდეგ თავდასხმები სათანადოდ იყოს გამოძიებული.
  • ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები ელიტური დონის კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
  • ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები ოლიგარქიული გავლენის აღმოსაფხვრელად .
  • ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, სამართალდამცავი უწყებების მუშაობაზე საკმარისი საჯარო და საპარლამენტო ზედამხედველობა, ასევე საჯარო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გარანტია", – ნათქვამია ანარიშში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S