Accentnews.ge
ქურდოვანიძე: ნაკლებად წარმომიდგენია დროის მოკლე მონაკვეთში საერთაშორისო ინსტრუმენტის იმგვარად შექმნა, რომ  მან გამოძიების ჩატარების შესაძლებლობა შექმნას

ქურდოვანიძე: ნაკლებად წარმომიდგენია დროის მოკლე მონაკვეთში საერთაშორისო ინსტრუმენტის იმგვარად შექმნა, რომ  მან გამოძიების ჩატარების შესაძლებლობა შექმნას

04/11/2024 12:54:36 პოლიტიკა, საზოგადოება

გამოძიების საჭიროება დგას და საია-საც აქვს მიმართული პროკურატურისთვის ფარულობის დარღვევის გამო - გარემოებების შესწავლის თვალსაზრისით, ამბობს საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე, თუმცა იქვე დასძენს, რომ პროკურატურიდან არ მიუღიათ პასუხი, დაიწყეს თუ არა გამოძიება ან ფიქრობენ თუ არა, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს.

„აქაც არსებობს სისტემური პრობლემა საგამოძიებო ორგანოს მიმართ ნდობის თვალსაზრისით და დიდი მოლოდინები ამ ინსტიტუტის მიმართ არ არსებობს“,- დასძენს ქურდოვანიძე.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოძიებას, როდესაც არსებობს არაორდინალური შემთხვევები - და ამგვარად მიიჩნევს ის ფარულობის დარღვევას (ამ საკითხზე დავობს საია) თუ სხვა მისიების მიერ იდენტიფიცირებულ გარემოებებს - „ამ ყველაფერს ერთობლიობაში სჭირდება შეფასება და გაანალიზება“.

მაგრამ მას ნაკლებად წარმოუდგენია, დროის მოკლე მონაკვეთში შესაძლებელი იყოს საერთაშორისო ინსტრუმენტის იმგვარად შექმნა, რომ მან გამოძიების ჩატარების შესაძლებლობა შექმნას.

„თუმცა, თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ის წინააღმდეგობაში არ იქნება არც კონსტიტუციასთან და არც რაიმე ნორმატიულ აქტთან“,- დასძენს ქურდოვანიძე.

ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც არ აღიარებენ ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს, საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ. ამ კონტექსტში „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ანა დოლიძემ თქვა, რომ "საერთაშორისო გამოძიება ევროკავშირისგან არის ყველაზე ლოგიკური".

"ჩვენ ვართ ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა, გვაქვს კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირი აქ ჩართულია. გარდა ამისა, ევროკავშირს, ჩვენს მიმართ გარკვეულწილად პასუხისმგებლობა აქვს აღებული",- თქვა ანა ნაცვლიშვილმა და მოიყვანა სერბეთის მაგალითი.

"როდესაც გაყალბდა არჩევნები, იყო დიდი პროტესტი, ხელისუფლება ამას არ ეთანხმებოდა (საინტერესოა, რომ იქაც რუსული გავლენის ქვეშაა ხელისუფლება. ევროკავშირს აქვს მიღებული რეზოლუცია, რომლითაც ასეთი სასწრაფო მისია შექმნა სერბეთისთვის. იგივე პრეცედენტის საშუალება ჩვენ გვაქვს: განცხადება განცხადებაზე მოდის ევროპარლამენტიდან - ეს ხალხი საქმის კურსშია, რა ხდება საქართველოში",- თქვა დოლიძემ.

მისივე თქმით, "კეთილმეზობლური ურთიერთობისთვის სასურველია თანხმობა [ხელისუფლების მხრიდან] ყოველ მსგავს შემთხვევაში, მაგრამ არა აუცილებელი და სერბეთის შემთხვევაში ასეთი თანმხმობა არ იყო".

"ჩვენს შემთხვევაში ასეულობით მოწმე მზადაა, საერთაშორისო გამოძიებას მისცეს ჩვენება". აქვე საუბრობს მტკიცებულებების დაცვის აუცილებლობაზე, რომლებიც ამჟამად ცესკოში უნდა ინახებოდეს. საუბარია გამოყენებულ ტექნოლოგიებში ჩატვირთულ ინფორმაციაზე.

დოლიძემ თქვა, რომ ამ გეგმის და მტკიცებულებების შესახებ უამბეს დიპკორპუსს, რომელსაც ესწრებოდა ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი, "კითხვებიც დასვა" და შეიძლება ინდივიდუალური შეხვედრაც გაიმართოს, "ეს არის საშუალება, დიპლომატიური გზით იყოს დაცული ჩვენი არჩევანი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S