Accentnews.ge
პარლამენტის სასახლის ეზოში სამართალდამცველები შეიყვანეს

პარლამენტის სასახლის ეზოში სამართალდამცველები შეიყვანეს

04/11/2024 12:46:13 საზოგადოება

თბილისში, პარლამენტის სასახლის ეზოში საპოლიციო ძალები შეიყვანეს.

ოპოზიციის ლიდერები დღეს 17:00 საათზე სადგურის მოედანთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით გაემართებიან, სადაც 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავენ.

შესაბამისი განცხადება „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, „კოალიცია ცვლილებებისთვის” და „ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა ერთობლივად 31 ოქტომბერს გააკეთეს. მათი ცნობით, სწორედ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S