ქანთარია – პარტნიორების კრიტიკაზე:  „სხვა სხვის ომში ბრძენია“

11-02-2020 23:53:16 ციტატა

“საერთაშორისო პარტნიორებსაც როგორც მიაწვდიან და რასაც ხედავენ, შეიძლება უჩნდებათ კითხვები. საერთოდ, სხვა სხვის ომში ბრძენია, ჰო იცით”

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ნუკრი ქანთარიამ "პალიტრანიუსის" ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერისა და სენატორ ჯიმ რიშის კრიტიკული პოზიციის შეფასებისას განაცხადა.

ცნობისთვის: უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.

ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები