
ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა
01/11/2024 19:33:12 საზოგადოება
მწერალი, ყოფილი პოლიტიკოსი ზაალ სამადაშვილი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამადაშვილი 2008-2013 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.
2007 წელს მან დააარსა ლიტერატურული პრემია „გალა“.
2016 წელს სამადაშვილს პრემია „საბა“ მიენიჭა წლის საუკეთესო პროზაული კრებულისათვის „იუნკერ ერისთავის ბუცები“, ხოლო 2024 წელს კიდევ ერთხელ იყო „საბას“ ფინალისტი პროზაული კრებულისთვის „რასაც ყველა ვერ ხედავს“.