Accentnews.ge
ქურდოვანიძე: საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ყველაფერი ამომრჩეველს დააბრალოს

ქურდოვანიძე: საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ყველაფერი ამომრჩეველს დააბრალოს

01/11/2024 15:56:47 პოლიტიკა, საზოგადოება

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა ორგანიზაციას ჩააბარეს გადაწყვეტილებები ხმის ფარულობის საკითხზე და რომ საიას მოთხოვნა, რომ ხელახალი არჩევნები ჩაეტარებინათ, არ დაკმაყოფილდა.

"ოლქებმა უკვე ჩაგვაბარეს გადაწყვეტილებები ხმის ფარულობის საკითხზე. არც კი ხდიან სადავოდ იმას, რომ კამერები ყველგან იდგა და ბიულეტენები ჟონავდა. ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ყველაფერი ამომრჩეველს დააბრალოს.მოკლედ რომ შევაჯამოთ, ცესკო გვეუბნება, რომ ბიულეტენი კი ჟონავს, მაგრამ ამომრჩეველი თუ მოხერხებული იქნებოდა, შეძლებდა დაეფარა გაფერადებული წრე უკანა მხარეს, რომელიც წესით მარტო წინა მხარეს უნდა ჩანდეს",- ამბობს ქურდოვანიძე და დასძენს, "24 მოსამართლეს, ვისაც დღეს და ხვალ ჩვენი 24 სარჩელი დაეწერება, ეძლევა შანსი, ეს აბსურდი დაასრულოს".

საიამ საოლქო კომისიებს წარუდგინა საჩივრები, რომლებითაც ითხოვს იმ 2 263 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც პროცესი ტექნოლოგიური საშუალებებით ჩატარდა.

ორგანიზაციის შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა მასობრივად დაირღვა.

„საიას მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე“, - განმარტავენ საია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S