Accentnews.ge
ოკუპანტი რუსეთი საქართველოს დსთ-ში კიდევ ერთხელ იწვევს

ოკუპანტი რუსეთი საქართველოს დსთ-ში კიდევ ერთხელ იწვევს

01/11/2024 14:43:50 პოლიტიკა

საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტის ოკუპანტი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" ამღიარებელი, თბილისთან სამშვიდობო შეთანხმების დღემდე არმქონე რუსეთი საქართველოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში" (დსთ) კიდევ ერთხელ ეპატიჟება. შესაბამისი განცხადება ბოლო დღეების განმავლობაში უკვე მეორედ გააკეთა დსთ-ის გენერალურმა მდივანმა სერგეი ლებედევმა.

"თანამეგობრობის წევრი ქვეყნების პირველ პირებს არაერთგზის განუცხადებიათ, რომ ჩვენი კარი ღიად რჩება როგორც ყოფილი წევრი ქვეყნებისთვის, ისე სხვა სახელმწიფოებისთვისაც. ამასწინათ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ იმედი გამოთქვა, რომ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო დაუბრუნდებიან ურთერთქმედებას ჩვენი თანამეგობრობის ფარგლებში. პირადად მე ამას ორივე ხელით ვუჭერ მხარს! ჩვენც და დანარჩენი სახელმწიფოების ხალხებსაც გვსურს კეთილმეზობლობა მოლდოვასთანაც, უკრაინასთანაც და საქართველოსთანაც" - განაცხადა ლებედევმა.

ცნობისთვის: საქართველომ დსთ რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ დაახლოებით ერთ წელიწადში, 2009-ში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგინების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გამო დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S