Accentnews.ge
ევროპარლამენტარები: „საქართველოს დემოკრატიული განვითარება საფრთხეშია“

ევროპარლამენტარები: „საქართველოს დემოკრატიული განვითარება საფრთხეშია“

11/02/2020 15:47:45 საგარეო პოლიტიკა

ევროპარლამენტარები საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ "ქვეყნის დემოკრატიული განვითარება საფრთხეშია“. შესაბამისი განცხადებები მათ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში გააკეთეს.

"რა თქმა უნდა, მძიმედ ვართ შეშფოთებულები საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. დავინახეთ, რომ ჩვენს მიმართ ბიძინა ივანიშვილისა თუ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოცემული დაპირებები შესრულებული არ არის. ერთი დაპირება პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგს ეხებოდა, მეორე – ოპოზიციონერი ლიდერების არდევნას. თუ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, ჩანს, რომ აღარ არსებობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც მთავრობის მიერ არაა სამართლებრივად დევნილი. ეს კი იმის ნიშნებია, რომ დემოკრატიული განვითარება ქვეყანაში საფრთხის ქვეშაა, რაც ევროპარლამენტარების იმ ნაწილსაც გვაშფოთებს, რომლებიც თავს საქართველოს მეგობრებად მივიჩნევთ და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის. ჩვენთვის ასეთი რამის ყურება ძალიან მტკივნეულია. ვიცი, რომ მიმდინარე კვირას ევროპარლამენტში შეხვედრებია ჩანიშნული. ეს მნიშვნელოვანია. ევროპარლამენტარებს ექნებათ საერთო დეკლარაციაც და თუ ქართული დელეგაცია გაითვალისწინებს ჩვენს შეშფოთებას, კარგი იქნება" - განაცხადა "ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ლიეტუვას ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა.

"ნებისმიერ ქვეყანაში ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება საყურადღებოა. მნიშვნელობა არ აქვს, რის საფუძველზე მოხდა ეს. ეს წლების განმავლობაში არ უნდა გაგრძელდეს. ეჭვი ჩნდება, რომ ქვეყანაში მაღალი პოლიტიკური დაძაბულობაა, საერთო ენაზე არ საუბრობენ. საარჩევნო სისტემაზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ დაპირება არსებობდა. დიალოგი არ მიიწევს წინ და ეს შეშფოთებას იწვევს იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო, ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ჩვენი პარტნიორია და ეს ეხება ადამიანის უფლებების კრიტერიუმს. ამავდროულად, ეს ყველაფერი ხდება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" გადაწყვეტილებამდე, თუ როგორ ვუპასუხებთ წევრ ქვეყნებს, სადაც საქართველოს მოწინავე ქვეყანაა. ველით ძლიერ არგუმენტებს როგორც ბრიუსელიდან, ისე თბილისიდან. ამ ნეგატიური გზავნილების გამო როგორც ჩვენი, ისე თბილისის პოზიციები სუსტდება" - განაცხადა, თავის მხრივ, ევროდეპუტატმა ლიეტუვადან პეტრას აუსტრევიჩუსმა.

.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S