Accentnews.ge
"საქართველოსთვის“ კვლავ მოითხოვს, ამომრჩეველთა ბაზა ნეიტრალურ და ობიექტურ პლატფორმას გადაეცეს

"საქართველოსთვის“ კვლავ მოითხოვს, ამომრჩეველთა ბაზა ნეიტრალურ და ობიექტურ პლატფორმას გადაეცეს

31/10/2024 11:27:33 პოლიტიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ მოითხოვს, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზა ნეიტრალურ და ობიექტურ პლატფორმას გადაეცეს, ადამიანებს კი შესაძლებლობა ჰქონდეთ, საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ. ამის შესახებ პარტიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების შედეგებზე მანიპულაციების დადასტურების ერთ-ერთი გზა, სწორედ, ამ ელექტრონულ საშუალებებში ინახება.

„დღევანდელი მდგომარეობით, ცესკოს წარმომადგენლებისა და „ქართული ოცნების“ ცალკეული პოლიტიკური პირების, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მიმართულია არა არჩევნების სიტემურ გაყალბებასთან დაკავშირებული ფაქტების განეიტრალებისკენ, რისი ერთ-ერთი გზაც, სწორედ, ზემოაღნიშული ინფორმაციის გამჟღვანებაა, არამედ მიმართულია დროის გაჭიანურებისკენ!“ - თქვა ბექა ლილუაშვილმა.

"ყოველი უპასუხო დღე მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს, რომ ელექტრონულ საშუალებებში არსებული საინფორმაციო კვალი განადგურდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, კონტრაქტის მიხედვით, თავდაპირველად, რა ვადაში იყო ან/და ცვლილების შედეგად, ახლა რა ვადაში უნდა მოხდეს ელექტრონული საშუალებებიდან ინფორმაციის გასუფთავება. ცესკოს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დროულად წარმოადგინოს ინფორმაცია ელექტრონულ საშუალებებზე არსებული ინფორმაციის მართვის პროცედურასა და ვადებთან დაკავშირებით". - თქვა ლილუაშვილმა.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S