Accentnews.ge
მოსკოვი "საქართველოსთან ურთიერთობათა ნორმალიზებას" იმედოვნებს

მოსკოვი "საქართველოსთან ურთიერთობათა ნორმალიზებას" იმედოვნებს

31/10/2024 11:11:24 პოლიტიკა

მოსკოვი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს არ წყვეტს, ამ ფონზე "თბილისთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას" იმედოვნებს.

პუტინის რეჟიმის წარმომადგენლები აგრძელებენ მომეტებულ აქტიურობას 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული სადავო საპარლამენტო არჩევნების ცსკ-ის მიერ გამოცხადებული შედეგების - "ქართული ოცნების" სადავო გამარჯვებისთვის ლეგიტიმაციის მისანიჭებლად და ამავდროულად ირწმუნებიან, რომ რუსეთი ქართულ ელექტორალურ პროცესში არ ჩარეულა. ამასთან, კრემლი აქტიურად აგრძელებს ანტიდასავლურ პროპაგანდას და ცდილობს, დასავლეთი საქართველოზე ზეწოლაში დაადანაშაულოს.

"რუსეთი პატივს სცემს ქართველი ხალხის სუვერენულ არჩევანს. ქართველებმა გააკეთეს თავისი არჩევანი, დასავლეთის მხრიდან კოლოსალური ზეწოლის მიუხედავად და ხმა მისცეს სტაბილურობას, განვითარებასა და ტრადიციულ ფასეულობებს. ამ ყველაფრის ალტერნატივად შეიძლებოდა, ქცეულიყო დესტაბილიზაცია და რეგიონული დაძაბულობა. რუსეთი, როგორც საქართველოს უახლოესი მეზობელი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება გულგრილი იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება, თუმცა დასავლეთისგან განსხვავებით, არ ერევა სხვა ქვეყნების საქმეებში და პატივისცემით ეკიდება ქართველი ხალხის სუვერენულ არჩევანს" - კვლავ ირწმუნებოდა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის - საქართველოსთან ომის მდგომარეობაში მყოფი რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

მისივე თქმით, კრემლი "საქართველოს რესპუბლიკის სტაბილურ განვითარებასა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას იმედოვნებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S