Accentnews.ge
ზელენსკი: უნდა ვაღიაროთ, რომ სადღეისოდ საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა"

ზელენსკი: უნდა ვაღიაროთ, რომ სადღეისოდ საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა"

30/10/2024 12:53:28 პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ "რუსეთმა სადღეისოდ საქართველოში გაიმარჯვა", რადგან "ქვეყანამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას არჩია მეგობრობა რუსეთის ფედერაციასთან". ამის შესახებ ზელენსკიმ, "ევროპეისკაია პრავდას" ცნობით, სკანდინავიის ქვეყნების წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს რუსეთმა გაიმარჯვა საქართველოში. ჯერ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი წაიღეს, შემდეგ პოლიტიკა შეცვალეს, ხელისუფლება შეცვალეს და ახლა არის პრორუსული ხელისუფლება, პრორუსული პოზიციები. პუტინის წინააღმდეგ სანქციები არ არის, საქართველოში ბევრი რუსია. მათი არჩევანია - რუსეთთან მეგობრობა, მათი არჩევანია - არ გაწევრიანდნენ ევროკავშირში. მათ პოზიცია შეცვალეს. რუსეთმა დღეს გაიმარჯვა. მათ წაართვეს საქართველოს თავისუფლება“, - თვლის ის.

მოლდოვაში შექმნილი ვითარების კომენტირებისას ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი „იგივე მიმართულებით მოძრაობს“.

ამასთან, მან აღნიშნა განსხვავება უკრაინასა და საქართველოს შორის.

"ჩვენ მეტნი ვართ - ამაშია სხვაობა ჩვენსა და საქართველოს შორის - ჩვენ უფრო დიდი მოსახლეობა გვყავს, უფრო მეტი კაცი, რომელსაც არ სურს, იყოს რუსი".

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ სცნობს პრეზიდენტი, არ სცნობენ ოპოზიციური პარტიები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S