ლევან მგალობლიშვილი თურქეთის რესპუბლიკის 101 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო
30/10/2024 10:57:26 პოლიტიკა, რეკლამა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 101 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო და თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის ეროვნული დღესასწაული პირადად მიულოცა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მისი ცნობით, ღონისძიების სტუმრებმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სპეციალური ვიდეო-მიმართვა მოისმინეს. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, ალი ქაან ორბაი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. შესრულდა თურქეთისა და საქართველოს ჰიმნები.
საზეიმო მიღებას ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.