დღეს ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს
30/10/2024 07:31:01 პოლიტიკა
დღეს ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეს–სპიკერი სტეფან დე კეერსმაიკერი ავრცელებს.
ანგარიშს ოფიციალურად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი წარადგენს.
ევროკომისიის პრეს–სპიკერის ცნობით, გაფართოების ანგარიში გაფართოების პროცესში ჩართული 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს შესახებ შეფასებებს მოიცავს. სწორედ ეს ანგარიში შეაფასებს კომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების პროგრესს, რომელიც განსაზღვრავს, უნდა გადავიდეს თუ არა საქართველო ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე და ამ დოკუმენტის საფუძველზე მიიღება შემდგომი გადაწყვეტილება ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე.
ცნობისთვის: ბოლო პერიოდში საქართველოსა და ევროკავშირი შორის ურთიერთობები გაუარესდა. ბრიუსელი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს, რის გამოც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია".


