Accentnews.ge
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

29/10/2024 17:25:12 პოლიტიკა

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

ამასთან, საქართველოს მთავრობის მეთაურს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტები - პრემიერ-მინისტრი და დუბაის მმართველი შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი და პრემიერ-მინისტრის მოადგილე, საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარე, შეიხი მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს ოპოზიცია, პრეზიდენტი, მიიჩნევენ რა გაყალბებულად.

დასავლელი პარტნიორებიდან ირაკლი კობახიძეს "ქართული ოცნების" გამარჯვება მიულოცა მხოლოდ ვიქტორ ორბანმა და კობახიძის მოწვევით დღეს სტუმრობდა საქართველოს. ევროკავშირის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ის არ წარმოადგენდა ვიზიტისას ბლოკს.

პარტნიორები გამოთქვამენ შეშფოთებას, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, საუბრობენ რეაგირების აუცილებლობაზე და რიგ შემთხვევებში ითქვა, რომ მოელიან საბოლოო დასკვნებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S