Accentnews.ge
პრეზიდენტი - BBC-სთან: პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რა ხდება საქართველოში და დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით

პრეზიდენტი - BBC-სთან: პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რა ხდება საქართველოში და დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით

29/10/2024 15:04:34 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს საერთაშორისო მედიასთან საუბარს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს, რა მოხდა ქვეყანაში. ამჯერად მან BBC-სთან ისაუბრა. პრეზიდენტს შეახსენეს მისივე სიტყვები "რუსული სპეცოპერაციის" შესახებ და ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ რუსეთი პირდაპირ ჩაერია ამ არჩევნებში?"

"არ ვიცი. ამის თქმა რთულია, მაგრამ არჩევნების წინ მმართველი პარტიის პროპაგანდა ინსპირირებული იყო რუსული, პუტინის სტილის პროპაგანდით. როდესაც მე ვამბობ, რომ ეს იყო რუსული ოპერაცია, ვგულისხმობ იმ მეთოდებს, რომლებიც გამოყენებულ იქნა. ჩვენ ყველანი ველოდით გარკვეულწილად ამას, მაგრამ არა ამ მასშტაბებით".

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტია, რადგან ჩვენ აქ არ ვირჩევდით უბრალოდ ერთ პარტიას ნაცვლად მეორისა - ამ არჩევნებში ჩვენ ხმას ვაძლევდით საქართველოს დაბრუნებას ევროპულ გზაზე, იმ გზაზე, რომელმაც შარშან კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა".

"ყველაფერი მიდიოდა კარგად, მაგრამ შემდეგ მოხდა ამ რუსული კანონების შემოტანა, რასაც მოჰყვა საზოგადოების მწვავე რეაქცია. ამის შემდეგ კი ყველა ევროპელმა ლიდერმა თქვა, რომ თუ საქართველო არ გააუქმებდა ამ კანონებს და თუ არჩევნები არ ჩატარდებოდა თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მაშინ ქვეყანა ვერ წაიწევდა წინ ევროინტეგრაციის გზაზე".

ის თვლის, რომ მოსახლეობის გადასაწყვეტია, რა გზით წავა და "ისინი ზუსტად ისე უნდა მოიქცნენ, როგორც რუსული კანონის გაპროტესტებისას. გარდა ამისა, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ეს არ არის ქართველი ხალხის ნება და მათი ნებაა ევროპული მომავლის შენარჩუნება".

მან ხაზი გაუსვა, რომ "პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რა ხდება საქართველოში და დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S