Accentnews.ge
ნაუსედა: არ უნდა დავუშვათ, რომ ქართველი ხალხის ევროპული ოცნება გაქრეს

ნაუსედა: არ უნდა დავუშვათ, რომ ქართველი ხალხის ევროპული ოცნება გაქრეს

29/10/2024 14:08:20 პოლიტიკა

ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა X-ზე კიდევ ერთხელ ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ამბობს, "არ უნდა დავუშვათ, რომ ქართველი ხალხის ევროპული ოცნება გაქრეს".

ის ევროკავშირს სამოქალაქო საზოგადოებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, არ მიატოვოს ქართველი და მოლდოველი ხალხი. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მათი ევროპული ოცნება გაქრეს. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი სამოქალაქო საზოგადოებას და უზრუნველვყოთ, რომ ხალხის ხმა გადამწყვეტი იყოს მათი ქვეყნების მომავლის განსაზღვრაში", - წერს ნაუსედა.

ის ასევე ამბობს, რომ “რუსეთი თავის ჰიბრიდულ ოპერაციებს აძლიერებს ევროკავშირის სამეზობლოში. ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში ამ ჩარევის მტკიცებულებებია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S