Accentnews.ge
ცესკო - პრეზიდენტზე: გაეცნონ ამერიკული კომპანია PRO V&V-ს დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებზე

ცესკო - პრეზიდენტზე: გაეცნონ ამერიკული კომპანია PRO V&V-ს დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებზე

29/10/2024 11:38:03 პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო ტექნოლოგიები გამოიყენეს იმისთვის, რომ "გათეთრებულიყო გაყალბება".

"გვინდა, გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტს, მის განცხადებას. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული არჩევნების გასაყალბებლად.

მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ყურადღებით გაეცნონ ამერიკული კომპანია PROV&V-ს დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მასში პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში კი მიმართონ სამართლებრივ ზომებს.

ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას და რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ არცერთ დეზინფორმაციას". - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S