Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი: არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა „სომხური კარუსელი“

სალომე ზურაბიშვილი: არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა „სომხური კარუსელი“

29/10/2024 11:03:35 პოლიტიკა

"მმართველ პარტიას ვადანაშაულებ რუსული მეთოდების გამოყენებაში, ამ მართლაცდა სპეცოპერაციის რუსული სტილით დაგეგმვაში", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, "არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა „სომხური კარუსელი“.

„ეს მოიცავდა დარღვევებს, მათ შორის დაშინებას, ზეწოლას ადამიანებზე, რომლებიც საჯარო სამსახურზე არიან დამოკიდებული, ან სოციალურად დაუცველები არიან. ადამიანები, რომლებიც წარსულშიც, სხვადასხვა დროს გამოუყენებიათ, მაგრამ ამჯერად ეს მოხდა ტექნოლოგიასთან შერწყმით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"სომხური კარუსელი“ ნიშნავს, რომ არჩევნებამდე გარკვეული დროის წინ, მათ დაიწყეს პირადობის მოწმობების ჩამორთმევა სოციალურად დაუცველი პირებისთვის, პატიმრების ოჯახებისთვის სხვადასხვა პრეტექსტით, ვერავინ იგებდა, რატომ აკეთებდნენ ამას. სინამდვილეში, ისინი გამოიყენებოდა ერთი და იმავე პირის მიერ ხმის მისაცემად. ერთი პირადობის მოწმობით და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობით, ეს დაახლოებით, 17-ჯერ იყო შესაძლებელი. მათ დიდი რაოდენობით პირადობის მოწმობები ან ნომრები ჰქონდათ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S