Accentnews.ge
ტიხანოვსკაია: "მხარს ვუჭერ სამართლიანობისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს"

ტიხანოვსკაია: "მხარს ვუჭერ სამართლიანობისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს"

29/10/2024 09:50:14 პოლიტიკა

ბელორუსული ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ქართულ ოპოზიციასა და მის მხარდამჭერებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

ასე გამოეხმაურა იგი პროტესტს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგებთან დაკავშირებით.

"საქართველო ეკუთვნის ევროპას! დღეს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მამაც ქართველ ხალხს, რომელიც იბრძვის სამართლიანობისთვის და უფლებისთვის, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი! საქართველო იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დემოკრატიასა და თავისუფლბაზე დაფუძნებულ ევროპულ გზას, უპირველესად კი - უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი ბედი!" - წერს ტიხანოვსკაია სოცქსელ Х-ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S