Accentnews.ge
პეკინი: "ქართველი ხალხის არჩევანს ყოველთვის პატივს ვცემდით"

პეკინი: "ქართველი ხალხის არჩევანს ყოველთვის პატივს ვცემდით"

29/10/2024 09:10:36 პოლიტიკა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ პეკინი "ქართველი ხალხის არჩევანს ყოველთვის პატივს სცემდა".

"ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა ქართველი ხალხის არჩევანს და გულწრფელად უსურვებს საქართველოს სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ჩინეთი მზადაა, იმუშავოს ყველა მხარესთან ორმხრივი ურთიერთობების უწყვეტი განვითარებისთვის" - განაცხადა საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლინ ცზიანმა.

ცნობისთვის: ამ დრომდე "ქართულ ოცნებას" ცსკ-ის მიერ დეკლარირებული გამარჯვება მხოლოდ უნგრეთმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა მიულოცეს. აშშ-ისა და ევროპის სხვა ქვეყნების ხელისუფლებები საარჩევნო დარღვევებზე მიუთითებენ და მათ სრულ და დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ.

ჩინეთმა და საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის 31 ივლისს გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების თაობაზე. 2024 წლის მაისის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ერთ-ერთი ინვესტორი ჩინური კონსორციუმი იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S