ზახაროვა: "დემოკრატია, სერ, ჩამოვედით! შემდეგი გაჩერება - ნეოკოლონიალიზმი!"
29/10/2024 07:17:05 პოლიტიკა
საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ს თბილისის მიმართ "ნეოკოლონიალურ მიდგომაში" ადანაშაულებს.
ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა "ქართული ოცნების" ხელისუფლებისადმი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოსტსაარჩევნო გართხილებას, რომ ანტიდემოკრატიული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ამას შესაძლოა, "შემდგომი შედეგები" მოჰყვეს.
"დემოკრატია, სერ, ჩამოვედით! შემდეგი გაჩერება - ნეოკოლონიალიზმი!" - განაცხადა ზახაროვამ მეთიუ მილერის გაფრთხილების საპასუხოდ.
თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ შეიცვლის, აშშ "შემდგომ შედეგებს" არ გამორიცხავს, - განაცხადა დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა მეთიუ მილერმა.
მისივე თქმით, "ქართველი ხალხი გასულ შაბათს მივიდა არჩევნებზე ატმოსფეროში, რომელიც მმართველი პარტიის პოლიტიკით იყო ფორმირებული, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების, ხმების ყიდვისა და ამომრჩევლის დაშინების ჩათვლით, რამაც არათანაბარი პირობები შექმნა და საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოებრივი და საერთაშორისო ნდობა შეარყია".
"ვუერთდებით ადგილბრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მოწოდებებს, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ყველა ცნობა სრულად და დროულად იქნას გამოძიებული. გამოვდივართ ასევე მტკიცე მოწოდებით, პატივი ეცეს შეკრებისა და აზრის გამოხატვის ფუძემბდებლურ თავისუფლებევროატლანტიკურ თანამეგობრობასთან, ნაცვლად იმისა, რომ ავტოკრატებით მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკა გაამყაროს" - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე მილერმა.
იგი ყველას შეახსენებს, რომ "ქართველების 80%-ზე მეტს სურს, თავისი ქვეყანა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრირებული იხილოს".
ამჟამინდელი მმართველი პარტიის მიერ იყო შემოთავაზებული და მხარდაჭერილი, ითვალისწინებს ქვეყნის ამ სტრუქტურებში გაწვრიანებისკენ სწრაფვას. ყველა პარტია აწარმოებს კამპანიას ამ მიზნის მხარდასაჭერად. თუმცა მმართველმა პარტიამ გადადგა ნაბიჯები, რომელიც ამ კურსს ეწინააღმდეგება. საქართველოს მთავრობას შეუძლია, დაადასტუროს დემოკრატიული ევროატლანტიკური კურსისადმი ერთგულება, თუკი დაცული იქნება კანონის უზენაესობა, აღმოიფხვრება მის საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული ნაკლოვანებები, გაუქმდება ანტიდემოკრატიული კანონდებლობა და გამოჩნდება მნიშვნელოვანი ძალისხმევა ევროავშირის წევრობისთვის საჭირო რეფორმების კუთხით არსებული რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. წელს ჩვენ თანმიმდევრულად მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას, უარი ეთქვა თავის ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და დაჰბრუნებოდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს. კვლავ მოვუწოდებთ ამისაკენ. ხოლო თუ საქართველოს ხელისუფლება ამჟამინდელ ანტიდემოკრატიულ კურსს არ შეიცვლის, აშშ შემდგომ შედეგებს არ გამორიცხავს" - დასძინა მილერმა.


