Accentnews.ge
ALDE: "ჩვენ ვდგავართ ოპოზიციისა და ქართველი ხალხის გვერდით, უარვყოფთ არჩევნების შედეგს, რომელიც არ ასახავს მათ თავისუფალ არჩევანს"

ALDE: "ჩვენ ვდგავართ ოპოზიციისა და ქართველი ხალხის გვერდით, უარვყოფთ არჩევნების შედეგს, რომელიც არ ასახავს მათ თავისუფალ არჩევანს"

29/10/2024 06:57:30 პოლიტიკა

"ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი“ (ALDE) საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "არჩევნების შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს".

"ჩვენ ვდგავართ ოპოზიციისა და ქართველი ხალხის გვერდით, უარვყოფთ არჩევნების შედეგს, რომელიც არ ასახავს მათ თავისუფალ არჩევანს" - ნათქვამია ALDE–ს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ALDE სოლიდარობას უცხადებს გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებს და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

"დაშინებისა და დარღვევების გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგი, როგორც ამას მინიმუმ, ხუთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიშები ადასტურებს, ჩვენი აზრით, სრულად არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ წინასაარჩევნო პერიოდში და 26 ოქტომბერს არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევების დიდი რაოდენობით. სადამკვირვებლო მისიების მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა ამომრჩეველთა დაშინებითა და ზეწოლით, ხმების მოსყიდვით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევით და ხელისუფლების მიერ არაპროპორციულად დიდი სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსის მათ სასარგებლოდ გამოყენებით. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებს და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ჩვენ უარვყოფთ შედეგს, რომელიც დაფუძნებულია ძალადობაზე, დაშინებაზე და "ქართული ოცნების" მიერ დემოკრატიული სივრცის მიზანმიმართულად შეზღუდვაზე და ვაღიარებთ ქართველთა უმრავლესობის სურვილს, გაჰყვეს ევროატლანტიკურ გზას და უარყოს რუსეთის მცოცავი გავლენა საკუთარ ქვეყანაში. საქართველოს მოქალაქეებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო გზაზე ორიენტირებული მომავალი, რუსული გავლენისგან თავისუფალი და დემოკრატიული ღირებულებების სრული პატივისცემა - ამ მიმართულებით მათ ყოველთვის ექნებათ ლიბერალური ინტერნაციონალისა და ALDE პარტიის მხარდაჭერა", – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S