
„ალტ-ინფო“ მაუწყებლობას წყვეტს
28/10/2024 19:53:39 პოლიტიკა, საზოგადოება
პრორუსული განწყობებით ცნობილი ტელეარხი „ალტ-ინფო“ მაუწყებლობას წყვეტს. ამის შესახებ არხის დამფუძნებლებმა ბოლო ეთერიდან განაცხადეს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ვერ დაიდო ის შედეგი, რაც ველოდით, შეიქმნა ვითარება, რომ ვეღარ გავაგრძელებთ“, - თქვა შოთა მარტინენკომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრის დროს.
ამავე ეთერში ითქვა, რომ ჯერ არ იციან, როგორ გააგრძელებენ პოლიტიკურ და საინფორმაციო აქტივობას, "მოგვიწევს რეორგანიზაცია და მაუწყებლობის შეცვლა".
"მომავალში რა ფორმით დავბრუნდებით და როგორ გავაგრძელებთ პოლიტიკურ და საინფორმაციო ბრძოლას, მზა პასუხი ჯერ არ გვაქვს“, - თქვა გიორგი ქარდავამ
„ალტ-ინფოს“ პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად მონაწილეობდა. მათ საარჩევნო 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.
მანამდე აშშ-მა „ალტ-ინფოს“ ორ დამფუძნებელს - კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს სანქციები დაუწესა.