Accentnews.ge
სტუდენტური მოძრაობა “დაფიონი”  29 ოქტომბერს აქციას აანონსებს

სტუდენტური მოძრაობა “დაფიონი”  29 ოქტომბერს აქციას აანონსებს

28/10/2024 18:33:09 საზოგადოება

სტუდენტურმა მოძრაობამ - “დაფიონი” 29 ოქტომბერს, 19:00 საათზე აქცია დააანონსა.

როგორც მათ პარლამენტთან შეკრებილებს განუცხადეს, 29 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან და მარშით პარლამენტთან მივლენ:

“შევხვდებით ხვალ და ვიბრძოლებთ ბოლომდე”.

პარლამენტთან აქციის ოფიციალური ნაწილი დასრულებულია, თუმცა მოქალაქეები კვლავ რჩებიან რუსთაველზე.

დღევანდელ აქციაზე, ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნეს. ოპოზიციის მოთხოვნაა საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარება, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება.

მოქალაქეებს რუსთაველზე შეკრებისკენ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა არჩევნების გამოცხადებული შედეგების გასაპროტესტებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S