კრემლის პროპაგანდისტული მედია "საქართველოში უკრაინიდან პროვოკაციებისთვის სნაიპერების შეგზავნის" შესახებ იუწყება
28/10/2024 17:29:06 პოლიტიკა
კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ერთდროულად ავრცელებენ დეზინფორმაციას "საქართველოში უკრაინიდან სნაიპერების შეგზავნის" თაობაზე, რომელთა მიზანს ვითომდა "საპროტესტო აქციებზე პროვოკაციების მოწყობა" წარმოადგენს "ქვეყანაში ვითარების ასარევად".
ეს ფეიქი ТАСС-მა и РИА-მ პრაქტიკულად ერთდროულად გაავრცელეს ერთი და იგივე წყაროს - "რეგიონში მყოფი ინფორმირებული წყაროების" მითითებითა და ერთი და იგივე ციტატის გამოყენებით.
"მედასავლეთეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შიდაპოლიტიკური ვითარების ასარევად და მორიგი ფერადი რევოლუციის პროვოცირებისთვის არაფერს თაკილობენ: რესპუბლიკაში ჩაჰყავთ უკრაინაში სპეცმომზადებაგავლილი სნაიპერები მასობრივი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას პროვოკაციების მოსაწყობად" - ვითომდა განუცხადა ერთდროულად ორ სახელისუფლებო სააგენტოს ვითოდა "რეგიონში მყოფმა ინფორმირებულმა წყარომ".
ამასთან, კრემლის პროპაგანდისტებს ამ ფეიქის "გსამყარებლად" დღეს პარლამენტის წინ გამართული მრავალათასიანი აქციის მონაწილეთა იმ სეგმენტის კადრები მოჰყავთ, სადაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშების გვერდში უკრაინის დროშაც ჩანს. ამაზე დაყრდნობით ისინი ირწმუნებიან, რომ "ოთხი პროვოკატორი უკრაინის დროშებით ხელში უკვე შემჩნეულია 2 ოქტომბრის საპროტესტოაქციაზე".


