Accentnews.ge
„საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა რუსოფობური კამპანიის შეწყვეტის შემდეგ გახდება შესაძლებელი“

„საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა რუსოფობური კამპანიის შეწყვეტის შემდეგ გახდება შესაძლებელი“

11/02/2020 07:54:31 საგარეო პოლიტიკა

"საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა თბილისში რუსოფობური კამპანიის შეწყვეტის შემდეგ გახდება შესაძლებელი", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, "2019 წლის ივნისში თბილისში მოწყობილი ანტირუსული პროვოკაციის საპასუხოდ მოსკოვი იძულებული იყო, მიეღო გადაწყვეტილება ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით".

ცნობისთვის: რუსეთმა საქართველოსთან ფრენები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით 8 ივლისს, მას შემდეგ შეწყვიტა, რაც თბილისში რუს დეპუტატ გავრილოვის ინციდენტთან დაკავშირებული მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S