
მოულოდნელად გამოჩენილი ორბანი რუსთაველზე საპროტესტოდ გასულმა ადამიანებმა კრიტიკული შეძახილებით გააცილეს
28/10/2024 15:56:48 საზოგადოება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც თბილისში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოვიდა, მოქალაქეებმა კრიტიკული შეძახილებით გააცილეს.
ქუჩაში საპროტესტოდ გასული ადამიანები, რომლებიც არჩევნების გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებენ, სკანდირებდნენ რუსულ და ინგლისურ ენებზე, მათ შორის, მას პუტინის მოკავშირეს უწოდებდნენ.
მოგეხსენებათ, ამ დროისთვის ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთადერთი ლიდერია, რომელმაც კობახიძეს არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება წინასწარი შედეგების გამოქვეყნებამდე მიულოცა და თბილისსაც ეწვია. ევროკავშირში აღნიშნეს, რომ ის ევროკავშირს არ წარმოადგენს.
ინციდენტი სასტუმრო "თბილისი მერიოტთან" მოხდა", რომელიც პარლანემტის შენობის მიმდებარედ არის განთავსებული, სადაც ამჟამად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და აქციაზე მიმავალ ადამიანებს სასტუმროსთან ბუნებრივად უწევთ გავლა. იმავდროულად, ამ სასტუმროში ხვდებიან ოპოზიციის წარმომადგენლები დიპლომატებს.
სასტუმროში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ვიქტორ ორბანი. სავარაუდოდ, მან დასაბინავებლად ეს სასტუმრო შეამჩნია, ხოლო საპროტესტო შეძახილების მოსმენა მოუწია სასტუმროს დატოვებისას, როდესაც მისი ესკორტი ტოვებდა ტერიტორიას.