Accentnews.ge
ნაბილა მასრალი: რუსეთმა საქართველოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა სცადა

ნაბილა მასრალი: რუსეთმა საქართველოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა სცადა

28/10/2024 15:08:13 პოლიტიკა

სამართლიანია იმის თქმა, რომ დიახ, რუსეთმა საქართველოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა სცადა,- ასე უპასუხა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა ნაბილა მასრალიმ კითხვას, სცადა თუ არა რუსეთმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე გავლენის მოხდენა.

გარდა ამისა, მან თქვა, რომ ევროკავშირი მოელის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სხვა შესაბამისი ორგანოები შეასრულებენ თავიანთ პასუხისმგებლობას და სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიებენ საარჩევნო დარღვევებს და ბრალდებებს:

„ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში შაბათს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოვლენებს. თქვენ ნახეთ, რომ გუშინ უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიამ გამოაქვეყნეს პირველადი რეაქცია, რომელშიც ნათლად განვაცხადეთ, რომ ევროკავშირი მოელის, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სხვა შესაბამისი ორგანოები შეასრულებენ თავიანთ პასუხისმგებლობას, რათა სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ამ დარღვევების დაზუსტება და განხილვა უნდა მოხდეს“.

მან გაიმეორა ბორელის პოზიცია, რომ ევროკავშირი ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშსა და რეკომენდაციებს ელის, რომელთა განხორციელება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.

„რა თქმა უნდა, ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მიიღოს დემოკრატიული, ინკლუზიური და მდგრადი რეფორმები ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ამ კონტექსტში, ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, გაწვეული უნდა იყოს. ჩვენ სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას გავაგრძელებთ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არჩევნების მნიშვნელობას ნოემბერში, საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ საბჭოზე განიხილავს და ასევე, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოს ლიდერთა არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში შეიტანს“, - აღნიშნა ნაბილა მასრალიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S