მდინარაძე: შეგვიძლია, საერთაშორისო შეფასებებს დავარქვათ კრიტიკული აღიარება - კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით
28/10/2024 10:57:36 პოლიტიკა
შეგვიძლია საერთაშორისო შეფასებებს დავარქვათ კრიტიკული აღიარება,- განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე და განაგრძონა, რომ "კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით".
მისი შეფასებით, საქართველოში 26 ოქტომბერს არჩევნები შედგა, რომლის შედეგების ვერაღიარება ყველაზე სუბიექტურად განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს.
„დიახ, საქართველოში შედგა არჩევნები, რომლის ვერაღიარება ყველაზე ანტაგონისტურად, სუბიექტურად თუ რაც გნებავთ დაარქვით, განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს, ამასთან დაკავშირებით სიტყვა არ თქმულა, რაც ძალიან გასაკვირია. საუბარი მიდის გამჭვირვალობის და სხვა კანონებზე. არჩევნებზე განცხადებებში კანონებზეა ლაპარაკი. რა შუაშია ერთი მეორესთან?!“- განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, „დიდი მადლობა ეუთო/ოდირს, რომელმაც დიდი ზეწოლის მიუხედავად, კონკურენტულ არჩევნებზე თავისი სიტყვა თქვა“, - განაცხადა მდინარაძემ.


