Accentnews.ge
NATO-ს სპიკერი: საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ არჩევნები არათანაბარ გარემოში ჩატარდა, რაც ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას შედეგებისადმი

NATO-ს სპიკერი: საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ არჩევნები არათანაბარ გარემოში ჩატარდა, რაც ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას შედეგებისადმი

28/10/2024 09:59:56 პოლიტიკა

არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული,- ამის შესახებ განცხადებას NATO-ს პრეს–სპიკერი ფარა დახლალა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ საქართველოს არჩევნები არათანაბარ გარემოში ჩატარდა, რაც ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას შედეგებისადმი", წერს იგი.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, პირველ ადგილზე ხმების 53,931%-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

წინასწარი ოფიციალური შედეგები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ხსენებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი არ აღიარეს. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეიკრიბონ მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S