Accentnews.ge
კობახიძე: კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში ვერავინ შეარყევს

კობახიძე: კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში ვერავინ შეარყევს

28/10/2024 08:23:09 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია ვერ ეგუება საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებას.

მისი განცხადებით, საქართველოში კონსტიტუციურ წყობილებას ვერავინ შეარყევს.

„ოპოზიცია ვერ ეგუება საარჩევნო მარცხს და მათთან ერთად დგანან ის NGO-ები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იბრძოდნენ საკუთარი ფინანსების გაუმჭვირვალობისთვის და ვხედავთ, რეალურად რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. ეს ძალები ერთად კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას, ამ ქვეყანაში სცადეს დაპირისპირებოდნენ. თუმცა ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, რა თქმა უნდა, კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ შეარყევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, პირველ ადგილზე ხმების 53,931%-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

წინასწარი ოფიციალური შედეგები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ხსენებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი არ აღიარეს. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეიკრიბონ მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S