Accentnews.ge
კარდინი: საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები შემაშფოთებელი და იმედგამაცრუებელია

კარდინი: საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები შემაშფოთებელი და იმედგამაცრუებელია

28/10/2024 08:24:25 პოლიტიკა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხიანება და აცხადებს, რომ "საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები შემაშფოთებელი და იმედგამაცრუებელია".

მისი თქმით, დამკვირვებლების შეფასებები "ცხადყოფს, რომ საქართველოში არჩევნების დღე დაირღვა ძალადობით, დაშინებით, საარჩევნო უბნებიდან აკრედიტებული დამკვირვებლების გაძევებით და პროცედურების არათანმიმდევრული გამოყენებით".

„ეს მოჰყვება წინასაარჩევნო პერიოდს, რომელიც დააზაიანა ე. წ. „გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ ამოქმედებამ. მმართველი პარტიის მნიშვნელოვანი ფიგურების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორების მუქარასთან ერთად, ამ ქმედებებმა დიდი ჩრდილი მიაყენა საქართველოს დემოკრატიულ პროცესს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მისი თქმით, დემოკრატიული უკუსვლა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატო-ში.

„საქართველოს ევროპელმა და ამერიკელმა მეგობრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ დემოკრატიული უკუსვლა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მისწრაფებებს ისეთ დასავლურ ინსტიტუტებში ღრმა ინტეგრაციისკენ, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო - მისწრაფებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. გავაგრძელებ პოსტსაარჩევნო გარემოს მჭიდრო მონიტორინგს და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა განისაზღვროს შესაბამისი რეაგირება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში“, - აღნიშნულია ბენ კარდინის განცხადებაში.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, პირველ ადგილზე ხმების 53,931%-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

წინასწარი ოფიციალური შედეგები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ხსენებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი არ აღიარეს. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეიკრიბონ მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S