Accentnews.ge
სიკორსკი ზურაბიშვილის მიმართვას ეხმიანება: "ევროპა ახლა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს"

სიკორსკი ზურაბიშვილის მიმართვას ეხმიანება: "ევროპა ახლა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს"

27/10/2024 18:01:46 პოლიტიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პარტნიორებისადმი მიმართვას ეხმიანება.

"საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არჩევები არის გაყალბებული. ევროპა ახლა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს", – წერს სიკორსკი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და უცხოელ პარტნიორებს მიმართავს, "გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს".

"მინდა, მივმართო ჩვენს პარტნიორებს – ევროპელებს, ამერიკელებს. მოვისიმინე განცხადებები და ძალიან მადლობელი ვართ ყველანი ამ განცხადებებისთვის, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს მომავლის დაცვა, ამ რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა, ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირების დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას. თქვენ მხოლოდ შეგიძლიათ, რომ მოსახლეობა დაიცვათ, დაიცვათ მოსახლეობის უფლებები და დემოკრატიურლი უფელებები ამ ქვეყანაში და როგორც თქვენ დაიცავით საქრთველო, როცა ხელისუფლებას უნდოდა, რომ მიეღო და მიიღო კიდეც რუსული კანონი და დადექით მოსახლეობის მხარეს, ასევე ამ არჩევნების შემდეგ, გვერდით უნდა დაგვიდგეთ ჩვენ, მოსახლეობას, საზოგადოებას იმიტომ, რომ ეს არჩევნები არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ვერაფერი ვერ გახდის ამ არჩევნებს ლეგიტიმურს", – ასე მიმართა მან პარტნიორებს.

ცნობისთვის: ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით.

ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის“, "ძლიერი საქართველოს" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერებმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S