Accentnews.ge
პრეზიდენტი: ეს იყო ტოტალური გაყალბება! ჩატარდა რუსული არჩევნები! არ ვაღიარებ!

პრეზიდენტი: ეს იყო ტოტალური გაყალბება! ჩატარდა რუსული არჩევნები! არ ვაღიარებ!

27/10/2024 17:06:24 პოლიტიკა

ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების,- განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ტრიბუნასთან იდგნენ ქარტიაზე ხელმომწერი სამი ოპოზიციური პარტიიას "კოალიციის ცვლილებებისთვის, "ძლიერი საქართველოს", "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. ბრიფინგამდე პრეზიდენტსა და პოლიტიკოსებს შორის გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა პარტიის "საქართველოსთვის" წარმომადგენელი დიმიტრი ცქიტიშვილი, თუმცა ის ტრიბუნასთან არ იდგა.

"პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ყველა იმ ამომრჩეველს, რომელმაც ხმა მისცა ევროპულ მომავალს. თქვენ იყავით ძალიან ბევრნი, თქვენ გაიმარჯვეთ ამ არჩევნებში და არავის აქვს უფლება, წაგვართვას ეს მომავალი. მადლობა მათ, ვინც უთანასწორო პირობებში იბრძოდნენ კომისიებში, რომ დაეცვათ თქვენი ხმა",- თქვა პრეზიდენტმა.

მან მადლობა გადაუხადა მედიას, რომელიც დარღვევების აღბეჭდვას ცდილობდა:

"მაგრამ იმდენი იყო დარღვევები და ისეთი სხვადასხვა ფორმის, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ყველაფერი აღებეჭდათ. ჩვენ დავესწარით ძალიან უჩვეულო რამეს: ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების. გამოყენება ყველა იმ ხერხების, რაც გვინახავს სხვა ქვეყნებში თუ აქ, რაც შეიძლება გამოიყენო, რომ გააყალბო შედეგები",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, მისი შეფასებით, ტექნოლოგიები გამოყენებულ იქნა "გაყალბების გასათეთრებად".

"ჩვენ რეალურად ვიყავით მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენთან რამდენიმე თვის წინ მიღებულ იქნა ამ ხელისუფლების მიერ (რომელსაც ახლა დავარქმევ ძალაუფლებას და არა ხელისუფლებას) "რუსული კანონი", ამის შემდეგ კიდევ სხვადასხვა, მთელი რიგი რუსული კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ რეკომენდაციებს და ჩვენ ევროპულ მომავალს გვიხერგავს. დღეს, ამ არჩევნების დროს წაგვართვეს არჩევნების უფლება. ჩატარდა რუსული არჩევნები. წაგვართვეს არჩევნების ინსტიტუტი, რადგან ამ არჩევნების შემდეგ ძალიან ძნელი წარმოსადგენია, თუ არაფერი შეიცვალა, როგორი შეიძლება იყოს ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში. წაგვართვეს არჩევნების კონსტიტუციური უფლება - ჩვენს მოქალაქეებს წაართვეს, ძალიან ბევრს წაართვეს პირადობის მოწმობები და ამით - მონაწილეობის უფლება, ემიგრანტებს წაართვეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება",- თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამ შემთხვევაშიც ჰქონდა ადგილი მანიპულაციებს და რომ "ძალიან ბევრი რამ არის გამოსაკვლევი".

პრეზიდენტმა ხაზგასმით აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების გამოცხადებულ შედეგებს:

"მე, როგორც ამ სახელმწიფოში დარჩენილმა ერთადერთმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა მინდა, ვთქვა რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება. იმიტომ რომ ეს არის იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S