Accentnews.ge
კინზინგერი – უგულავას დაკავებაზე: "სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არაა"

კინზინგერი – უგულავას დაკავებაზე: "სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არაა"

10/02/2020 19:57:11 პოლიტიკა

კონგრესმენი ადამ კინზინგერი ტვიტერზე "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას ეხმიანება და ამბობს, რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის.

"დღეს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა დაიჭირეს. მას 38 თვე მიუსაჯეს იმ დანაშაულისთვის, რისთვისაც სასჯელი უკვე მოიხადა. მსუბუქი ნათქვამი იქნება, რომ ეს უბრალოდ გვაწუხებს. სასამართლოს იარაღად გამოყენება, დემოკრატია არაა",– წერს კონგრესმენი.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.

ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

უგულავა თავად გამოცხადდა შს სამინისტროში და მას რამდენიმე წუთში ე.წ. მატროსოვის ციხეზე გადაიყვანენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S