ბორის ჯონსონი: გუშინდელი არჩევნები მოიპარა პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ თბილისში
27/10/2024 14:32:08 პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები "მოიპარა":
"საქართველოდან მომავალი სურათი ნათელია - გუშინდელი არჩევნები მოიპარა პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ თბილისში. გვერდში ვუდგავარ ქართველ ხალხს მათი თავისუფლებისთვის, უფლებებისთვის და მომავლისთვის ბრძოლაში", - წერს ჯონსონი სოციალურ ქსელ X-ზე.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით.
არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს. კრიტიკულია საერთაშორისო ორგანიზაციების წინასწარი შეფასებებიც, თუმცა საბოლოო დასკვნები ჯერ გამოქვეყნებული არაა.


