NDI/IRI –არჩევნების შედეგზე დარღვევების ზეგავლენაზე: "ეს იყო ბევრი ნაკლოვანებებით დატვირთული არჩევნები, თუმცა საბოლოო პასუხის გაცემა ნაადრევია"
27/10/2024 11:48:46 პოლიტიკა
"ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) და "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) წარმომადგენლებმა 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ თბილისში დღეს პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, "ეს იყო ბევრი ნაკლოვანებებით დატვირთული არჩევნები, თუმცა საბოლოო პასუხის გაცემა ნაადრევია".
კერძოდ ჟურნალისტის კითხვაზე, "ფართოდ გავრცელებული ბრალდებები [დარღვევების შესახებ] ახდენენ ზეგავლენას საბოლოო შედეგზე, თუ არ არის საკმარისად მასშტაბური იმისთვის, რომ საერთო შედეგზე იქონიონ გავლენა?", IRI-ს პრეზიდენტმა დენ თვაინინგმა განაცხადა, რომ "საბოლოო პასუხის გაცემა ნაადრევია".

- "საარჩევნო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ჩვენ 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი გვყავდა საქრთველოში ივნისის თვიდან მოყოლებული. ისინი აკვირდებოდნენ წინასააღჩევნო პერიოდს. ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან ბევრი ნაკლოვანება, მათ შორის არათაბარი გარემო დავაფიქსირეთ. ჩვენ გქვონდა საარჩევნო დღე, თუმცა ჯერ არ გვაქვს საბოლოო შედეგები. გვექნება ასევე არჩევნების შემდგომი პერიოდი, როდესაც მოხდება სასამართლო დონეზე დავების და საჩივრების განხილვა. ამიტომ ახლა ძალიან ნაადრევია საბოლოო პასუხის გაცემა. ეს იყო ბევრი ნაკლოვანენებით დატვითული არჩევნები, თუმცა საბოლოო პასუხის გაცემა ნაადრევია", – აღნიშნა დენ თვაინინგმა.
მსგავსი მოსაზრება დააფიქსირა NDI-ს პრეზიდენტმა თამარა ქოფმან ვითესმა.

- "მეთოდოლოგია, რომესაც ჩვენ ვიყენებთ, ითვალისწინებს მთელ საარჩევნო პროცესს. არჩევნებამდე პერიოდს, არჩევნების დღეს და მის შემდგომ პერიოდს. მარტო არჩვენების დღე ვერ გვეუბნება მთელ პასუხს", – განაცხადა ვითესმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობას ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერება სურს.
"ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ნათელი იყო, რომ საქართველოს მოსახლეობას დემოკრატიის გაძლიერება სურს და ყველამ უნდა სცეს პატივი ამას", – დასძინა მან.
რა თქვეს NDI- IRI–ს წარმომადგენლებმა სიტყვით გამოსვლისას
- IRI – მარგარეტა სიდერფელდი (შვედეთის პარლამენტის წევრი)

მარგარეტა სიდერფელდის განცადებით, "ქართულმა ოცნებამ" თავისი კამპანიის გასაძლიერებლად სახელმწიფო რესურსები გამოიყენა. ამის შესახებ მან თბილისში გამართუ პრეს–კონფერენციზე ისაუბრა.
მან სიტყვით გამოსვლა "აგენტების კანონის" კრიტიკით დაიწყო და აღნიშნა, რომ კანონის მიღების გამო "სამოქალაქო ორგანზაციები უწყვეტი შევიწროებისა და დაშინების რისკის წინაშე დგანან მთავრობისა და მასთან დაკავშირებული ჯგუფებს მხრიდან".
მისი თქმით, კანონის მიღებამ "გამოიწვია ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი პროტესტი წინაასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში".
"ქართულმა ოცნებამ" გამოყენა სახელმწიფო რესურსები, რათა გაეძლირებინა თავის კამპანია. მუდმივი დაშინება და ზეწოლა საჯარო მოხელეებზე იყო ნამდვილად ნათელი. გარადა ამისა, "ოცნება" აკონტროლებდა ადგილობრივი თვითმართველობის ბევრ წარმომადგენელს. ასევე იყო დაშინება , რომ თუ ადგილობრივი მოსახლეობა მმმაღტველ პარტიას არ მისცემდა ხმას, თითქოს შეუწყვეტდა სოცილაუ დახმარებას. ჩვენთან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო სისტემატური თავდასხმა და ისინი მოითხოვნდნენ მმართველი პარტიის მხარდაჭერას და, ასევე, ეს გამიზნული იყო იმისთვის, რომ დაეშინებინათ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ცესკო-ს კომისიის შემადგენლობის საკითხი და უნდა აღინიშნოს ოპოზიციის მიერ თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნის გაუქმება, ეს ცვლილებები ნამდვილად აძლიერებს ეჭვებს პოლიტიკური მიკერძოებისა და დისბალანსის კუთხით საარჩევნო კომისიებში. ამ მიზეზების გამო კომისიერბის მიმართ ნდობა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის კუთხით ძალიან, ძალიან დაბალია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მთავრობამ გამოსცა რეგულაციები პოლიტიკური შემოწირულობების მიმართულებით და კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალოსბის მონიტორინგის უფლებამოსილება გადაეცა ანტიკორუფციულ ბიუროს და ეს ძლიან დიდი ეჭვებს წარმოქმნის მისი მიუკერძოებლობის შესახებ", – განაცხადა მან.
- NDI – პერ ეკლუნდი (ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში)

NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წევრმა პერ ეკლუნდმა კოლეგებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე შეაფასა წინასაარჩევნო გარემო და არჩევნების დღე.
მან ხაზი გაუსვა ამომრჩეველთა მხრიდან მაღალ აქტივობას, რაც "დემონსტრირებაა იმის, რომ ქართველები მხარს უჭერენ დემოკრატიას, ერთგულნი არიან დემოკრატიული პროცესისა", თუმცა იქვე გაუსვა ხაზი, რომ "ასევე ნათელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა":
"სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ძალისხმევა, რომ ძირი გამოეთხარა, ხელი შეეშალა სადამკვირვებლო მისიებისთვის, დაკვირვების პროცესებისთვის, კანონის გამოცემა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყო მიმართული, დაშინება წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, ძირს უთხრიდა მთლიანად პროცესის სამართლიანობას",- თქვა მისიის წევრმა [სინქრონული თარგმანი].
მისივე ცნობით, NDI-ს დამკვირვებლების თანახმად, რომლებიც 10 სხვადასხვა რეგიონში მუშაობდნენ, ხმის მიცემა ძირითადად კანონის შესაბამისად მიმდინარეობდა, თუმცა "დამკვირვებელთა ჯგუფებმა დააფიქსირეს მნიშვნელოვანი ზრდა დარღვევებისა წინა არჩევნებთან შედარებით, მათ შორის, ეს იყო ძალადობის გამოყენება, ბიულეტენების ჩაყრა".
- NDI – ტომ მალინოვსკი (აშშ–ის ყოფილი კონგრესმენი)

ტომ მალინოვსკის განცხადებით, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა "ნახეს საჩივრები, ლეგიტიმური კითხვის ნიშნები, რომელიც უკავშირდება მთლიანად საარჩევნო პროცესის სამართლიანობას". ამის შესახებ მან თბილისში გამართუ პრეს–კონფერენციზე ისაუბრა.
"26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირდა უფრო მაღალი აქტივობა, ვიდრე წინა ორ ორჩავნებზე. ეს არის საქართველოს მოქალაქეების ერთგულების დემონსტრირება დემოკრატიული პროცესებისადმი. ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა ნამდილი დემოკრატია და არ სურს, ევროპას დაშორდეს. ამიტომაც მთელი კონგრესი აკვირდება, საქართველოს ლიდერები მიიღებენ თუ არა იმას, რასაც საქართველოს მოსახლეობამ დაუჭირა მხარი.
რაც შეეხება შედეგებს, შედეგებთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ საჩივრები, ლეგიტიმური კითხვის ნიშნები, რომელიც უკავშირდება მთლიანად საარჩევნო პროცესის სამართლიანობას. ISFED, რომელიც გახლავთ წამყვანი ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფი, ჯერ კიდევ მუშაობს დეტალურ ანგარიშზე. მოგიწოდებთ ყველას, რომ მიიღოთ ის მხედველობაში, ჩვენ ვედობით იმ მეთოლოგიას, რომელსაც ISFED იყენებს", – განაცხადა მან.
- NDI –ს პრეზიდენტი თამარა ქოფმან ვითესი
ვითესმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შეფასებისას თქვა, რომ ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ, აქ დემოკრატია გაძლიერდეს და ეს არის მათი ნება.
"ამ ნებას პატივი უნდა სცეს ყველამ. ქართველი პოლიტიკური აქტორები უნდა ჩამოშორდნენ მენტალიტეტს, "გამარჯვებულს ყველაფერი მიაქვს" და გაყვნენ დემოკრატიულ გზას. მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს ამ თვალსაზრისით. მთავრობამ უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკური ნეიტრალობა, უნდა მისცეს საშუალება მშვიდობიან პროცესებს, რომ განხორციელდეს, უნდა უზრუნველყოს ქართველებისთვის შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში. გადაუდებლად აუცილებელია, საარჩევნო პროცესის კეთილსინდისიერებმა უზრუნველყონ და ამისთვის ყველაფერი გაკეთდეს",- თქვა მისიის ხელმძღვანელმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ დღეს წარმოადგინეს წინასწარი შეფასება, რომელშიც 21 სხვადასხვა რეკომენდაციაა მოცემული, მათ შორის: პარლამენტმა მყისიერად უნდა გააუქმოს "აგენტების კანონი", რათა გაუქმდეს დესტრუქციული ზელავნეა სამოქალაქო ორგანიზაციებზე, მედიაზე; შექმნას სამართლებრივი გარემო იმისათვის, რომ დაცული იყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება - ეს არსებითია დემოკრატიული პროცესებისთვის; პოლიტიკურმა და სამთავრობო აქტორებმა არ უნდა დახუჭონ თვალი ან შეუწყონ ხელი რაიმე ფორმით ძალადობას, რომელიც ხორციელდება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოხატავენ თავიანთ აზრს, მათ შორის, მათ მიმართ, რომლებიც გამოხატავენ უკმაყოფილებას არჩევნების შედეგების მიმართ; ყველა, ვინც ჩაიდენს ძალადობას, პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული და არ უნდა მოხდეს ამის საპირწონედ მათი ქება; კანდიდატებმა უნდა განაცხადონ თავიანთი ნება, რომ კანონს დაემორჩილებიან, არ უნდა მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ხელი აიღონ ძალადობაზე, ამომრჩელის მოსყიდვაზე. ეს ვალდებულებები უნდა გაჟღერდეს ყველა დონეზე და ფორმით პარტიულ ადმინისტრაციებში; მედიას უნდა მიეცეს ლეგიტიმური უფლების განხორციელების შესაძლებლობა ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებებმა თავი უნდა აარიდონ იმგვარ ნაბიჯებს, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნას პოლიტიკურად მოტივირებულ ჩარევად მედია დამოუკიდელობაში.
ცნობისთვის: ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 27 ოქტომბრის 11:00 სთ-სთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 99%-ის (3111–დან 3100) შედეგები და წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
- "ქართული ოცნება" – 54,08 % (1 117 480 ხმა).
- „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.92% (225 680 ხმა);
- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.12% (209 137 ხმა);
- „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.78% (181 424 ხმა);
- „გახარია საქართველოსთვის“ – 7.76% (160 354 ხმა);
- „გირჩი“ - 3,01% (62 217 ხმა);
- „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,44% (50 463 ხმა);
- „ლეიბორისტული პარტია“ - 0,72% (15 057 ხმა).
ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
4 ოპოზიციური სუბიქტიდან არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა. "ძლიერ საქართველოში" კი განაცხადეს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები აცდენილია მოქალაქეების ნებას. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე".


