IRI-ს დამკვირვებელი: "ოცნებამ" გამოიყენა სახელმწიფო რესურსები, იყო მუდმივი დაშინება და ზეწოლა საჯარო მოხელეებზე
27/10/2024 10:37:34 პოლიტიკა
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) ერთ-ერთი წარმოამდგენლის მარგარეტა სიდერფელდის (შვედეთის პარლამენტის წევრი) განცადებით, "ქართულმა ოცნებამ" თავისი კამპანიის გასაძლიერებლად სახელმწიფო რესურსები გამოიყენა. ამის შესახებ მან თბილისში გამართუ პრეს–კონფერენციზე ისაუბრა.
მან სიტყვით გამოსვლა "აგენტების კანონის" კრიტიკით დაიწყო და აღნიშნა, რომ კანონის მიღების გამო "სამოქალაქო ორგანზაციები უწყვეტი შევიწროებისა და დაშინების რისკის წინაშე დგანან მთავრობისა და მასთან დაკავშირებული ჯგუფებს მხრიდან".
მისი თქმით, კანონის მიღებამ "გამოიწვია ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი პროტესტი წინაასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში".
"ქართულმა ოცნებამ" გამოყენა სახელმწიფო რესურსები, რათა გაეძლირებინა თავის კამპანია. მუდმივი დაშინება და ზეწოლა საჯარო მოხელეებზე იყო ნამდვილად ნათელი. გარადა ამისა, "ოცნება" აკონტროლებდა ადგილობრივი თვითმართველობის ბევრ წარმომადგენელს. ასევე იყო დაშინება , რომ თუ ადგილობრივი მოსახლეობა მმმაღტველ პარტიას არ მისცემდა ხმას, თითქოს შეუწყვეტდა სოცილაუ დახმარებას. ჩვენთან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო სისტემატური თავდასხმა და ისინი მოითხოვნდნენ მმართველი პარტიის მხარდაჭერას და, ასევე, ეს გამიზნული იყო იმისთვის, რომ დაეშინებინათ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ცესკო-ს კომისიის შემადგენლობის საკითხი და უნდა აღინიშნოს ოპოზიციის მიერ თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნის გაუქმება, ეს ცვლილებები ნამდვილად აძლიერებს ეჭვებს პოლიტიკური მიკერძოებისა და დისბალანსის კუთხით საარჩევნო კომისიებში. ამ მიზეზების გამო კომისიერბის მიმართ ნდობა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის კუთხით ძალიან, ძალიან დაბალია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მთავრობამ გამოსცა რეგულაციები პოლიტიკური შემოწირულობების მიმართულებით და კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალოსბის მონიტორინგის უფლებამოსილება გადაეცა ანტიკორუფციულ ბიუროს და ეს ძლიან დიდი ეჭვებს წარმოქმნის მისი მიუკერძოებლობის შესახებ", – განაცხადა მან.


