Accentnews.ge
საერთაშორისო დამკვირვებელი: მოვუწოდებთ ცესკოს, ჩაატაროს სამართლიანი, გამჭვირვალე და ზუსტი დათვლა ყველა შედეგის, რომ ქართველი ამომრჩევლის დემოკრატიული არჩევანი იქნეს ასახული

საერთაშორისო დამკვირვებელი: მოვუწოდებთ ცესკოს, ჩაატაროს სამართლიანი, გამჭვირვალე და ზუსტი დათვლა ყველა შედეგის, რომ ქართველი ამომრჩევლის დემოკრატიული არჩევანი იქნეს ასახული

27/10/2024 10:41:52 პოლიტიკა

IRI-ს სადამკვირვებლო მისიის წევრმა ჯონ შიმკუსმა კოლეგებთან ერთად ბრიფინგზე შეაფასა წინასაარჩევნო გარემო და არჩევნების დღე.

მან თქვა, რომ სამართლებრივი რეგულაციების ფონი ქმნის არათანაბარ საარჩევნო გარემოს და ძალიან დიდი სტრუქტურულ ბარიერებს ზოგადად კონკურენტული არჩევნებისთვის.

"წინასაარჩევნო პერიოდში "ქართული ოცნების" ნარატივი იყო, რომ გამოიყენებდნენ ხმის დათვლის ახალ ტექნოლოგიებს იმისთვის, რომ ყველა ამომრჩეველი ამცნობილი ყოფოლიყო. ეს კამპანია ძირითადად მიმართული იყო უმცირსობებით დასახლებულ რეგიონებზე იმისთვის, რომ მომხდარიყო მათზე ზეწოლა

დამკვირვებლებმა ასევე დააფიქსირეს ბევრი შემთხვევა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან პირადობის მოწმობები იყო მოგროვებული, რითად მოხდა ფსიქოლოგიუეი ზეწოლა, ამან ხელი შეუწყო ხმების მოსყიდვის სქემას, ამან შექმნა შიშით დატვირთული გარემო - ეს ყველაფერი გაჟღერდა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში და ამ სივრცეში ჩატარდა არჩევნები",- თქვა მისიის წევრმა.

მისი ცნობით, მისიის წევრები არჩევნების დღეს იმყოფებოდნენ 260 უბანზე, 42 რეგიონში. თქვა ისიც, რომ ახალი ტექნოლოგიები მუშაობდნენ "როგორც განზრახული იყო", "მცირე პრობლემებია დაფიქსირებული ბიულეტენების დასკანერებასთან დაკავშირებით".

"იყო კითხვის ნიშნები ხმის ფარულობასთან დაკავშირებით. სისტემატიურმა ზეწოლან, დათრგუნვამ შექმნა შიშის გარემო. იყო ინციდენტები ხმების მოსყიდვის, მარკირების შეუმოწმებლობა. დათვლის დროს მთლიანობაში სიტუაცია მშვიდი იყო".

მისია მოუწოდებს ცესკოს, "ჩაატაროს სამართლიანი, გამჭვირვალე და ზუსტი დათვლა ყველა შედეგის იმისთვის, რომ ქართველი ამომრჩევლის დემოკრატიული არჩევანი იქნეს ასახული".

მისია აგრძელებს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას, ელოდება დავებზე გადაწყვეტას, საჩივრების განხილვას და შემაჯამებელი ანგარიში მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S