Accentnews.ge
დსთ-ის გენმდივანი: "ქართველმა ამომრჩეველმა რუსეთის მნიშვნელობა გააცნობიერა"

დსთ-ის გენმდივანი: "ქართველმა ამომრჩეველმა რუსეთის მნიშვნელობა გააცნობიერა"

27/10/2024 09:10:38 პოლიტიკა

"დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) გენერალური მდივანი სერგეი ლებედევი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ-ის მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგების საფუძველზე ასკვნის, რომ "ქართველმა ამომრჩეველმა რუსეთისა და რუსეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობა გააცნობიერა".

"დასკვნა თავისთავად წარმოიშობა და ეს დასკვნა მშვენიერია: საქართველოში ადამიანები აცნობიერებენ დამოუკიდებელი კურსის მნიშვნელობას, რომელიც სრულად პასუხობს ქართველი ხალხის ინტერესებს. ხოლო ის, რომ მეზობლებთან თანამშრომლობა (როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ისე ჩრდილოეთით, უპირველესად - რუსეთთან) ქართველი ხალხის ინტრსებს პასუხობს, ცალსახაა და უდავო! ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, ან გამიზნულად ამახინჯებს რეალურ სურათს, ან თავადაც შორსაა რეალობისგან!" - წერს ლებედევი.

ამასთან, იგი არ მალავს კმაყოფილებას "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებით ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით:

"არ შემიძლია, კმაყოფილებით არ აღვნიშნო "ოცნების" ხელისუფლების განცხადებები, რომ ისინი მზად არიან რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღსადგენად, ასევე დსთ-ის სხვა წევრ სახელმწიფოებთან და რომ ისინი ეწინააღმდეგებიან დასავლეთის მიერ რუსეთისა და ბელორუსისთვის დაწესებულ სანქციებს, - შეუძლებელია, ეს ყველაფერი არ გვახარებდეს და ეს თავად ქართველი ხალხის ინტერესს პასუხობსო".

შეგახსენებთ, რომ საქართველომ "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა" 2009 წლის 18 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან ერთ წელიწადში დატოვა.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ "ოცნებას" გამარჯვება უკვე მიულოცეს კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა, რუსეთის მთელმა რიგმა პოლიტიკოსებმა, ასევე უნგრეთის პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S