Accentnews.ge
ISFED: გამოვავლინეთ, მათ შორის ბიულეტენების ჩაყრის, ხმის მრავალჯერადი მიცემის და ამომრჩველის მოსყიდვის ფაქტები

ISFED: გამოვავლინეთ, მათ შორის ბიულეტენების ჩაყრის, ხმის მრავალჯერადი მიცემის და ამომრჩველის მოსყიდვის ფაქტები

27/10/2024 08:45:59 პოლიტიკა

"სამართლიანმა არჩევნებმა" (ISFED) ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

"წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, კერძოდ, ამომრჩველებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ და ამომრჩევლის მოსყიდვამ არჩევნების მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად დააზიანა. არჩევნების დღესაც "სამართლიანმა არჩევნებმა" მძიმე დარღვევები გამოავლინა, როგორიცაა, ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მრავალჯერადი მიცემა, ამომრჩველის მოსყიდვა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, უბნის გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების, მათი პერსონალური მონაცემების შეგროვების, და მათი ნების კონტროლის ფაქტები. ISFED–ს შეფასებით, ამ დარღვევების ერთობლიობას, შესაძლოა, არსებითი გაველნა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.

  • ISFED მიიჩნევს, რომ არჩევნების დღე და წინასაარჩევნო პერიოდი, ერთობლივად უნდა იქნას შეფასებული, არჩვნების დღის საბოლოოდ შეფასებისთვის და გამოყოფს წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე მიგნებას, რომელიც პირდაპირ კავშირშია არჩვენებისიდღის შეფასებასთან. მათ შორის უმნიშნელოვანესია, მმართველი პარტიის მხრიდან , წინასაარჩევნო პერიოდში, სახელმწიფო რესურსებზე უპირატესობა, ადგილი ჰქონდა საარჩევნიოდ მოტივირებულ არაერთ სოციალურ, ეკონომიკურ თუ ინფრასტრუქტურულ პროგრამას და საჯარო მოხელეების აგიტაციაში მონაწილეობას.
  • წინასაარჩევნო გარემოზე ნეგატიურად იმოქმედა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვების და დამუშვების ფაქტებმა", – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ.

მისი თქმით, "რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს - იმის გათვალისწინებით, რომ ISFED ჯერ კიდევ აგროვებს მონაცემებს დამკვირვებლებისგან, ხმების დათვლის დროს ორგანიზაციას მასშტაბური პრობლემები არ დაუფიქსირებია, თუმცა ხაზს ვუსვამთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დრეს გამოვლენილმა ფაქტებმა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების დღეზე და მის შედეგებზე".

"არჩევნების დღეს შეიმჩნეოდა დარღვევების და ინციდენტების სიმრავლე, საარჩევნო უბნების 9 % არ იცავდა ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობას, გამოვლინდა მარკირებასტან დაკავშირებული პრობლემები, დამკვირვებლების დაშინების, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის და გაძევების შემთხვევები. რამდნეიმე უბანზე გამოვლინდა ბიულეტენების მასობრივი ჩაყრის (2 შემთხვევა) და მრავალჯერადი ხმის მიცემის ფაქტები (2 შემთხვევა)",- განაცხადა ნინო დოლიძემ.

მისივე თქმით, ორგანიზაციამ 200–ზე მეტი საჩივარი შიტანა, საიდანაც 100–ზე მეტი საუბნო საარჩევნო კომისიებში, 95 – საოლქო საარჩევნო კომისიებში, 1 საჩივარი – ცესკოში.

ცნობისთვის: ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 27 ოქტომბრის 11:00 სთ-ისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 99%-ის (3111–დან 3100) შედეგები და წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

"ქართული ოცნება" – 54,08 % (1 117 480 ხმა).

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.92% (225 680 ხმა);

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.12% (209 137 ხმა);

„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.78% (181 424 ხმა);

„გახარია საქართველოსთვის“ – 7.76% (160 354 ხმა);

„გირჩი“ - 3,01% (62 217 ხმა);

„პატრიოტთა ალიანსი“ - 2,44% (50 463 ხმა);

„ლეიბორისტული პარტია“ - 0,72% (15 057 ხმა).

ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

4 ოპოზიციური სუბიქტიდან არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა. "ძლიერ საქართველოში" კი განაცხადეს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები აცდენილია მოქალაქეების ნებას. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S