27-10-2024 02:24:49 პოლიტიკა ,ციტატა
“ეს ძველი საბჭოური ტრადიციაა, როგორც 1940 წლიდან ვიცით, რომ მილოცვები მოურიდებლად ან თუნდაც უსირცხვილოდ მოდის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე.
რა თქმა უნდა, ეს უსირცხვილობა შესაძლოა უბრალოდ ტროლინგი იყოს იმის საჩვენებლად, რომ არც ევროკავშირი, არც ნატო არაფერს არ უზამენ მას”, - ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ “ქართული ოცნებისთვის” გამარჯვების ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე მილოცვას.