Accentnews.ge
"ძლიერი საქართველო": შედეგები, რომელიც გამოგვიცხადეს, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას!

"ძლიერი საქართველო": შედეგები, რომელიც გამოგვიცხადეს, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას!

26/10/2024 22:21:39 პოლიტიკა

შედეგები, რომელიც გამოგვიცხადეს ცოტა ხნის წინ, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კოალიცია ხმების დაცვას გააგრძელებს.

“ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი წარმოდგენა და დაწერა გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ! შედეგები, რომელიც გამოგვიცხადეს ცოტა ხნის წინ, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას! საყოველთაო დაშინების, გაყალბების, მოსყიდვის ფონზე ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებული ეს ციფრები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ისტორიულ და დღევანდელ არჩევანს. კოალიცია “ძლიერი საქართველო” აცხადებს, რომ ყოველსაათობრივად იბრძვის თითოეული მოქალაქის ხმისა დანების დასაცავად. ჩვენ ვიყენებთ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის დემოკრატიული და ევროპული არჩევანი”, - თქვა დოლიძემ.

იგივე გაიმეორა ბადრი ჯაფარიძემაც:

"ეს, რაც ცესკომ გამოაცხადა, რა თქმა უნდა, საერთოდ აცდენილია ჩვენი მოქალაქეების ნებას. ეს არის მანიპულაციების, დაშინების და ათასგვარი სრულად არაკანონიერი ინსტრუმენტების გამოყენებით მიღებული შედეგი და ის ვერ იქნება ჩვენი მოქალაქეების ნების ამსახველი. ჩვენ გვავალდებულებს ის მხარდაჭერა, რაც მივიღეთ, რომ გავაგრძელოთ თითოეული ხმის დასაცავად ბრძოლა და ჩვენ ამას ვახორციელებთ ამ კონკრეტულ მომენტში".

"კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ არ აღიარებენ ცესკოს მიერ გამოცხადებულ წინასწარ შედეგებს.

22 საათისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 251-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამ შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 53.064% დააგროვა, რაც მას ხელისუფლების შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს.

"ჩემი ხმა": გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები არ ასახავს მოქალაქეების ნებას, შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S